აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობას საძირკველი დღეს ჩაეყრება

აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობას საძირკველს დღეს ერდოღანი და პუტინი ჩაუყრიან

943226
აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობას საძირკველი დღეს ჩაეყრება

პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობის საძირკველის ჩაყრას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განაცხადა: „დღეს ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან ერთად თურქეთისა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების მომავლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გიგანტურ ინვესტიციას აქქუიუს ჩავუყრით საძირკველს.“

აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობას საძირკველს დღეს ერდოღანი და პუტინი ჩაუყრიან.  

თურქეთის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ აქქუიუს ბირთვული სადგურის პირველი განყოფილების მშენებლობის ლიცენზია გუშინ გასცა.  

ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ აქქუიუს ბირთვული სადგური თურქეთის ელექტრო ენერგიაზე მოთხოვნილების დაახლოებით 10%-ს დააკმაყოფილებს.

მის მშენებლობაზე ყველაზე ინტენსიურ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, 60 წლიანი ექსპლოატაციის მანძილზე კი 3500 ადამიანი დასაქმდება.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 31 ქვეყანაში 450 ბირთვული სადგური ფუნქციონირებს, 55 ბირთვული სადგური მშენებლობის პროცესშია, აქქუიუ კი 56-ე იქნება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თურქეთში ბირთვული ენერგიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ნობელის პრემიის მფლობელის პროფესორ აზიზ სანჯარისა და იუნესკოს პრემიის მფლობელი თურქი მეცნიერის, პროფესორ ბილგე დემირქოზის მონაწილეობით გადაღებული გაცნობით ხასიათის ვიდეო რგოლი გაავრცელა.



მსგავსი ინფორმაციები