თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu

თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდის TCG Anadolu-ს მშენებლობა წარმატებით გრძელდება

937924
თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu

თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდის, მრავალ ფუნქციური სადესანტო ხომალდის TCG Anadolu-ს მშენებლობა სტამბოლის თუზლა სედეფის გემთსაშენში წარმატებით გრძელდება.

სტამბოლის და მარმარილოს, ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვის რეგიონების (İMEAK) საზღვაო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ მეთინ ქალაქავანმა TCG Anadolu-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „ბლოკების დაახლოებით 90%-ის წარმოება დასრულების ეტაპზეა. წარმოების შემდეგ შიდა ნაწილის აღჭურვა დაიწყო, ეს გრძელდება. გემი 114 ბლოკისგან შედგება, აუზში ამჟამად 10%-მდე შეერთებულია... ჩვენი საზღვაო ძალები, ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში ძალიან წინ წავა. თითქმის მეათე ქვეყანა ვართ, რომელიც ამ გემს ფლობს. მხოლოდ ხუთი, ექვსი ქვეყანა აწარმოებს, ჩვენ თან ვაწარმოებთ, თან მფლობელიც ვიქნებით. პროექტი ძალიან დიდია და წარმატებით ხორციელდება.

გემის მშენებლობის დასრულება 2019 წლის თებერვალში იგეგმება. თურქეთის საზღვაო ძალების ადმირალ გემად წოდებული ამ ავიამზიდის სიგრძე 232 მეტრი, სიგანე კი 32 მეტრი იქნება.

58 მეტრის სიმაღლის გემს 1410 კვადრატული მეტრის ტანკის, კონტეინერის მსგავსი მძიმე ტვირთებისთვის მძიმე ტვირთების ფარეხი ექნება. გემზე ასევე განთავსდება 1165 კვადრატული მეტრის გემის აუზი, 1880 კვადრატული მეტრის მსუბუქი ტვირთების ფარეხი, 6 დასაფრენი ადგილი და ერთი ასაფრენი რამპა, 5 ათას 440 კვადრატული მეტრის საფრები გემბანი, 900 კვადრატული მეტრის ანგარი.

გემზე ასევე განთავსდება 6 ერთეული F358, 4 ერთეული ვერტმფრენი Atak, 8 ერთეული საშუალო ზომის ტვირთის გადამზიდი ვერტმფრენი, 2 ერთეული seahawk ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენი და 2 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ავიამზიდი , #TCG Anadolu

მსგავსი ინფორმაციები