კატარმა და პაკისტანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

„ზღვის ლომი-1“-ს სახელწოდების  გაზისა და ნავთობის არეალის დაცვის, მეკობრეობასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის წვრთნები 3 დღე გაგრძელდა

932461
კატარმა და პაკისტანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

კატარმა და პაკისტანმა კატარის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

კატარის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, „ზღვის ლომი-1“-ს სახელწოდების  გაზისა და ნავთობის არეალის დაცვის, მეკობრეობასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის წვრთნები 3 დღე გაგრძელდა.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ადრინდელი განცხადების მიხედვით, კატარის საზღვაო ძალებმა იტალიის და ინდოეთის საზღვაო ძალებთან წვრთნები ჩაატარა.

კატარი მსოფლიოს უდიდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მწარმოებლად ითვლება და წლიური წარმოება 77 მილიონ ტონას აღწევს.

კატარის წარმომადგენლის მიერ ივლისში გაკეთებული განცხადების თანახმად ქვეყანა 2024 წლამდე წარმოების 30%-ით გაზრდას გეგმავს.



მსგავსი ინფორმაციები