აშშ: საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდა

აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდა

918682
აშშ: საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდა

აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდა.

თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლება მთლიანად, დადასტურებულად და შეუქცევადად კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდას ისახავს მიზნად.“  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან გასამართი მოლაპარაკებიდან საჭიროა ეს შედეგი იქნას მიღებული.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმაც აღნიშნა, თუ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს დატოვებს წინ ნათელი გზა ექნება. ფხენიანის გზავნილებში დავინახავთ ეს მოლაპარაკებები სურს თუ არა. ამ პროცესში აშშ-მა და მთელმა მსოფლიომ უნდა უთხრას ჩრდილოეთ კორეას, რომ ბირთვული და სარაკეტო სამუშაოების გზა მათ მხოლოდ ჩიხში შეიყვანს.“-ნათქვამია განცხადებაში.   



მსგავსი ინფორმაციები