ამერიკულმა SpaceX-მა ყველაზე მძლავრი რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
ამერიკულმა SpaceX-მა ყველაზე მძლავრი რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
905457

კოსმოსური ხომალდების და რაკეტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია, SpaceX-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა, Falcon Heavy კოსმოსში გაუშვა. ტესლა მოტორსის და SpaceX-ის მენეჯერის მილიარდელი ბიზნესმენის, ელონ მუსკის კუთვნილი რაკეტა, ფლორიდის შტატის ჩრდილოეთით მდებარე, კენედის კოსმოსური ცენტრიდან უპრობლემოდ იქნა გაშვებული. Falcon Heavy-ს სახელწოდების რაკეტაში ასევე მოთავსებული იქნა ტესლა მოტორსის მიერ წარმოებული ელექტოენერგიაზე მომუშავე სპორტული ავტომობილიც. რაკეტის გაშვებას პირდაპირი ეთერში ასი ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.