პენტაგონმა ახალი ბირთვული დოქტრინა გამოაქვეყნა

“აშშ-ი ბირთვულ ძალას მხოლოდ ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევაში გამოიყენებს“

902743
პენტაგონმა ახალი ბირთვული დოქტრინა გამოაქვეყნა

 

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, პენტაგონმა,  ბირთვული სიტუაციის კვლევის ახალი დოქტრინა გამოაქვეყნა.


დოკუმენტის დეტალები თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა პატრიკ შანაჰანმა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბირთვული მოცულობის და შესაძლებლობების, სამეთაუროს და კონტროლის სისტემების უმრავლესობა დიდ წილად მოდერნიზებას საჭიროებენ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, შემცირდება წყალქვეშა ნავების საბრძოლო ქობინები და მის მაგივრად ცივი ომის დროს გამოყენებული ბირთვული ნავიგაციის სისტემა იქნება მოდერნიზებული, რითაც ერთის მხრივ არ დაირღვევა საერთაშორისო შეთანხმებები და მეორეს მხრივ არ გაიზრდება ბირთვული მარაგები.

პენტაგონის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ  ბირთვულ ძალის გამოყენებას, მხოლოდ ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებში განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები