ასტეროიდი დედამიწას არ შეეჯახება
ამის შესახებ ნასამ განაცხადა
893622

აშშ-ს ავიაციისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA-მ, თავის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1,2 კილომეტრის დიამეტრის "2002 AJ129" სახელწოდების ასტეროიდი, 4 თებერვალს, თურქეთის დრო 12:30 საათზე ასტეროდი დედამიწას დაახლოებით 4.2 მილიონი კილომეტრით დაუახლოვდება და წამში 34 კმ-ის სიჩქარით ჩაუვლის დედამიწას. ნასას განცხადებითვე, ეს იქნება აქამდე დედამიწას დაახლოებული ყველაზე სწრაფი ასტეროიდი და მანძილი მასსა და დედამიწას შორის, დედამიწიდან მთვარემდე მანძილზე 10 ჯერ უფრო მეტი იქნება. "2002 AJ129" სახელწოდების ასტეროიდი, ნასას მკვლევარებმა პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს და მათი აზრით ეს ასტეროიდი მომავალი 100 წლის განმავლობაში დედამიწას რაიმე საფრთხეს არ შეუქმნის