თურქეთის არმია ახალი სამხედრო ვერტმფრენებით გაძლიერდა

შეტევითი და ტაქტიკური T129 ATAK-ის ვერტმფრენების რაოდენობა 27 გახდა

878733
თურქეთის არმია ახალი სამხედრო ვერტმფრენებით გაძლიერდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესასრულებლად შეტევითი და ტაქტიკური T129 ATAK-ის  ვერტმფრენების წლევანდელი ბოლო მიწოდება თურქულმა სამხედრო ფირმა TAI-მ გუშინ განახორციელა და მის ფარგლებში კიდევ 9 ვერტმფრენი დაემატა თურქული არმიის ინვენტარს.

ამით საერთო რაოდენობა ATAK-ის ვერტმფრენებისა, რომლებსაც ერთდროულად 8 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა UMTAS-ის, 12 მართვადი რაკეტა CİRİT-ის,  2 ერთეული STINGER-ის და 500 ცალი საარტილერიო ჭურვის სროლაშეუძლიათ, 27 გახდა და მომავალში მათ რაოდენობას 59-მდე გაზრდიან, თანაც მის აღჭურვილობას მომავალში, გაძლიერებულ ძრავას და 20 მმ-ის საარტილერიო ჭურვებსაც დაამატებენ.

TAI მალე ATAK 2 შეტევითი ვერტმფრენის პროექტის განხორციელებასაც დაიწყებს და მას ექსპორტშიც გაიტანენ.



მსგავსი ინფორმაციები