S-400-სთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაცია დღეს თურქეთში ჩავა

საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-სთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაცია დღეს თურქეთში ჩავა

878151
S-400-სთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაცია დღეს თურქეთში ჩავა

საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-სთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაცია დღეს თურქეთში ჩავა.

აფრიკიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძენ S-400-ებთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ კარგია და დაამატა: „თავდაცვის მრეწველობაში S-400-ებთან დაკავშირებით ნაბიჯები გადავდგით. კრედიტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარასკევს (დღეს) ანკარაში ჩამოვლენ და კრედიტთან დაკავშირებული ხელმოწერები გაკეთდება.“

მისივე თქმით, თურქეთი სესხს არა დოლარში არამედ რუბლში აიღებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოლარის გარდა სხვა ფულის ერთეულით ვაჭრობა დიდ სარგებელს უზრუნველყოფს და იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებთანაც ადგილობრივი და ეროვნული ფულის ერთეულით მოხდება სესხების აღება.“



მსგავსი ინფორმაციები