პუტინმა მსოფლიოს ქვეყნებს ქიმიური იარაღების განადგურებისკენ მოუწოდა
“რუსეთმა ბოლო ქიმიური იარაღი 27 სექტემბერს გაანადგურა“
857033
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის 22-ე შეკრებაზე და მსოფლიოს ქვეყნებს ქიმიური იარაღების განადგურებისკენ მოუწოდა.
"მე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, ვისაც ქიმიური იარაღი გააჩნია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ყველაფერი გააკეთონ ასეთი იარაღების განადგურებისათვის, ხოლო იმ ქვეყნებს კი, რომლებიც არ წარმოადგენენ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრებს, მალე შეუერთდნენ ამ ორგანიზაციას", განაცხადა პუტინმა.
მანვე აუდიტორის შეახსენა, რომ რუსეთმა თავის მხრივ ბოლო ქიმიური მასალები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გაანადგურა, რაც უსაფრთხო და სტაბილური მშვიდობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ასეთივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს