აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო წვრთნები ჩაატარა

აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე, წყნარი ოკეანის აუზში მდებარე ბაზიდან აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩაატარა

840002
აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო წვრთნები ჩაატარა

აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე, წყნარი ოკეანის აუზში მდებარე ბაზიდან აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

სამხრეთ კორეელი სამხედრო უფლებამოსილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამერიკის გუამის კუნძულიდან აფრენილი B-1B ტიპის 2 მძიმე ბომბდამშენის და სამხრეთ კორეის F-16 საბრძოლო თვითმფრინავის მონაწილეობით სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონში წვრთნები ჩატარდა.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ კი წვრთნები დაგმო და განაცხადა, რომ ამერიკა ბირთვული ომის დაწყების გზებს ეძებს.

ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 5-14 ნოემბერს აზიის ტურნეში გაემგზავრება, რომლის ფარგლებშიც იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები