აშშ ახალ გრძელ მანძილიან რაკეტაზე მუშაობს

მისი წარმოებისათვის პენტაგონის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო

839833
აშშ ახალ გრძელ მანძილიან რაკეტაზე მუშაობს

ცნობილი გახდა, რომ გლობალური საჰაერო უპირატესობის მოპოვების მიზნით,  ორი წელია რაც აშშ ჰაერიდან ჰაერში, გრძელ მანძილიანი რაკეტის პროექტზე მუშაობს.

ამ პროექტის დეტალები საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ, მის შესახებ ცნობილი გახდა თავდაცვის სამინისტროს, ე.ი. პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტებში.

ჟურნალ "Amerikan Flight Global"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "გრძელ მანძილიანი  ჩართულობის იარაღ, LREW-ის რაკეტის დიზაინი, ასევე საინჟინრო და გასატყორცნ-დასარტყმელი სისტემების ანალიზი, ჯერ კიდევ  გასულ წელს დასრულდა, ამიტომაც მისი წარმოებისათვის მომავალ წელს პენტაგონის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.

ახალი რაკეტები ამჟამად ხმარებაში მყოფი "AIM-120D AMRAAM"-ის სახელწოდების რაკეტების ადგილს დაიკავებენ, რომლებიც ასევე ჰაერიდან ჰაერში, მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22 ტიპის თვითფრინავებიდან გაიტყორცნებიან



მსგავსი ინფორმაციები