მიწისძვრა ეგეოსში

ეგეოსის ზღვის მუღლას სივრცეებში, თურქეთის დროით 01.31 წუთზე, წარმოიქმნა რიხტერის შკალით 6,3 ბალის მიწისძვრა

774767
მიწისძვრა ეგეოსში

ეგეოსის ზღვის მუღლას სივრცეებში, თურქეთის დროით 01.31 წუთზე, წარმოიქმნა რიხტერის შკალით 6,3 ბალის მიწისძვრა.

მიწის, 7,8 კმ. სიღრმეში მომხდარ მიწისძვრას, თან მოჰყვა ორმოცამდე განმეორებითი ბიძგი.

მუღლას გუბერნატორის ესენგულ ჯიველეკის ცნობით, არ ჰქონია ადგილი სიკვდილიანობას და მატერიალურ ზარალს. ანადოლუს სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ, რეგიონში დაიწყო დეტალური სამუშაოები, მაგრამ სტიქიური მოვლენის შედეგად საბერძნეთის კუნძულ კოსზე დაიღუპა ერთი თურქის და ერთი ბერძენის ჩათვლით ორი ადამიანი.

ბერძნული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ANA-MPA-ს ცნობით, როგორც კუნძულის მერმა იორგოს კირიჩისმა აღნიშნა, დაშავდა მრავალი ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები