ფუკუშიმას წყალქვეშ დარჩენილ ნაწილს რობოტი გამოიკვლევს

მან პირველი გამოსახულებები უკვე გამოაგზავნა

773882
ფუკუშიმას წყალქვეშ დარჩენილ ნაწილს რობოტი გამოიკვლევს

იაპონიაში 2011 წელს, ჯერ მიწისძვრის და შემდეგ გამანადგურებელი ცუნამის შედეგად მძიმედ დაზიანებული ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურში გაგზავნილი წყლის ქვეშა რობოტის მიერ გადაღებული პირველი გამოსახულებები მიიღეს.

როგორც განაცხადეს ხსენებული სადგურის ოპერტორ ტოკიოს ენერგეტიკის ფირმიდან, "Little Sunfish“-ის სახელწოდების რობოტი, კატასტროფისგან ყველაზე დაზარალებულ მე-3 რეაქტორის უსაფრთხოების ავზში შევიდა და მისგან გამოგზავნილი ინფორმაციებით დადგინდება როგორც ამ ავზის დაზიანების მასშტაბი, ასევე წყლის ქვეშ   დარჩენილი რადიოაქტიური საწვავის შესაძლო არსებობაც.

ფუკუშიმას ბირთვულ სადგურზე ზარალის დასადგენად ადრეც გაიგზავნა შორიდან მართული რობოტები, მაგრამ, მაღალი რადიაციის გამო ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა  



მსგავსი ინფორმაციები