ამერიკამ ლაზერული სისტემის იარაღი გამოსცადა

იგი ბალისტიკური რაკეტაზე 50 ათას ჯერ უფრო სწრაფია

773096
ამერიკამ ლაზერული სისტემის იარაღი გამოსცადა

CNN-ის ტელეარხი იტყობინება, რომ სპარსეთის ყურეში ღუზა ჩამოშვებული აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის კუთვნილი ამფიბია კრეისერ USS Ponce-დან, პირველი  ლაზერული იარაღი (LaWS)  გამოსცადეს, რომლითაც უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და ეს ტესტირება წარმატებით დასრულდა, რადგან ყველა სამიზნე ზუსტად იქნა განადგურებული.

როგორც განაცხადა USS Ponce-ს კაპიტანმა კრისტოფერ უელსმა,  ლაზერული იარაღი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვეულებრივი ტყვიები: “LaWS-ი მხოლოდ კონკრეტულ გარემოში (მიწა, ზღვა, ჰაერი) კი არა, არამედ, მრავალმხრივი სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება გამოყენებულ იქნას. იგი სინათლის სიჩქარით მოძრაობს და ამიტომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაზე 50 ათას ჯერ უფრო სწრაფია“, განაცხადა უელსმა.

LaWS-ი ობიექტის მოახლოებისას დიდი რაოდენობით აგზავნის ფოტონებს და ამიტომ მასზე არ მოქმედებს რა ქარი წვიმა ან სხვა რამე, მას  ელვის სისწრაფით შეუძლია რაკეტების ჩამოგდებაც



მსგავსი ინფორმაციები