საფრანგეთი ბირთვული ენერგიის შემცირებას გეგმავს

2025 წლამდე 17 ბირთვული სადგური დაიხურება

768791
საფრანგეთი ბირთვული ენერგიის შემცირებას გეგმავს

როგორც განაცხადა საფრანგეთის გარემო ბუნების დაცვის მინისტრმა ნიკოლას ჰულოტმა, მისი ქვეყანა 2025 წლამდე ბირთვული ენერგიის წარმოების ნახევრამდე შემცირებას გეგმავს და ამიტომ, საფრანგეთში მოქმედი 58 ბირთვული სადგურიდან 17 შეიძლება 2025 წლამდე დახურონ.

“ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაში ბირთვული ენერგიის წილის შემცირებას საფრანგეთის წინა მთავრობებიც გეგმავდნენ და ახლანდელი 75%-იანი წილის 50%-მდე დაყვანას ისახავდნენ მიზნად რა, მის ფარგლებში სულ ცოტა 17 ბირთვული სადგურის დახურვაა საჭირო“, განაცხადა ჰულოტმა და დაამატა, რომ მის საწინააღმდეგოდ მთავრობა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდაზე გაამახვილებს ყურადღებას



მსგავსი ინფორმაციები