ბოდრუმი კომფორტული იახტების გამოფენას უმასპინძლებს

ყველაზე ძვირი იახტა 8,5 მილიონი დოლარი ეღირება

751172
ბოდრუმი კომფორტული იახტების გამოფენას უმასპინძლებს

14-18 ივნისს შორის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის პალმარინაში კომფორტული იახტების გამოფენა სახელწოდებით, “Yachtshow Eurasla“ ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ადგილობრივი და უცხოური წარმოების იახტა. სწორედ ამ გამოფენაზე გასაყიდად გამოიტანება ყველა ზღვაოსნის საოცნებო იახტა, იტალიური  “San Lorenza 72, რომელიც 1 მილიონ 990 ათას ევროდ არის შეფასებული. ბოდრუმის გამოფენის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა კი “Serenity 2 გახდება, რომლის ფასი 32 მილიონი თურქული ლირა, ე.ი. დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი იქნება



მსგავსი ინფორმაციები