ინდოეთმა ყველაზე მძიმე რაკეტა გატყორცნა კოსმოსში

2024 წლიდან ეს რაკეტა ორბიტაზე კოსმონავტებს გაიყვანს

746784
ინდოეთმა ყველაზე მძიმე რაკეტა გატყორცნა კოსმოსში

ინდოეთიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყანამ 640 ტონის ყველაზე მძიმე წონიანი რაკეტა გატყორცნა კოსმოსში და იგი ჯერ ერთი დიდ წვლილს შეიტანს ინდოეთის კომუნიკაციების სექტორის განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ შეამცირებს ამ ქვეყნის დამოკიდებულებას ევროპის კოსმოსურ ხომალდებზე.

ინდური პრესის მიხედვით, ეს “ურჩხული“ რაკეტა 2024 წლიდან კოსმონავტებს მოემსახურება.

ამით ინდოეთს სურს აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ გახდეს რიგით მეოთხე სახელმწიფო, რომელიც ორბიტაზე კოსმონავტებს გააგზავნის



მსგავსი ინფორმაციები