ცაში ჩინური თვითმფრინავებიც იფრენენ

პირველის რეისი გუშინ შანხაიდან შესრულდა

726749
ცაში ჩინური თვითმფრინავებიც იფრენენ

ჩინური საინფორმაციო სააგენტო China Daily-ის ცნობით, ჩინური ფირმა The Commercial Aircraft Corp. of China-ს (COMAC) მხრიდან წარმოებული C919 მარკის სამგზავრო თვითმფრინავის პირველი გაფრენა შანხაიში გუშინ  მოეწყო.

ამ პირველი ჩინური წარმოების საერთაშორისო თვითმფრინავის გაფრენისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას 3 ათასამდე სტუმარი დაესწრო და გაფრენა პირდაპირი ეთერით იქნა ნაჩვენები.

ამ 158 მგზავრიან ჩინურ თვითმფრინავს 2 ძრავა გააჩნია და 4 ათასზე მეტი კმ-ის გაფრენა შეუძლია. მისი აწყობა 2006 წლიდან დაიწყო და ადგილობრივ ფირმებთან ერთად ზოგიერთი სათადარიგო ნაწილები უცხოეთის 16 ფირმისაგან შეისყიდეს.

აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის შემდეგ ჩინეთი მსოფლიოს მე-4 თვითმფრინავ მწარმოებელი ქვეყანა გახდა. COMAC-მა უკვე 23 ფირმისაგან 570 ცალი ასეთი თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო, ხოლო მთლიანობაში 2 ათასი C919 იქნება წარმოებული.

პირველი ჩინური რეგიონალური ARJ21 მარკის სამგზავრო თვითმფრინავი ექსპლოატაციაში გასულ წელს გადაეცა და მან პირველი კომერციული ფრენა ივნისის თვეში განახორციელა



მსგავსი ინფორმაციები