ადამიანები მთვარეზე ტურისტებად ივლიან
პირველი 2 ტურისტი მომავალ წელს გაფრინდება
681826

45 წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანი კიდევ ერთხელ დაადგამს ფეხს მთვარეზე, ოღონდ, ამჯერად როგორც ტურისტი.
ამერიკული ფირმის, SpaceX-ის წარმომადგენელმა ელონ მუსკმა განაცხადა, რომ მათი ფირმის მიერ წარმოებული თანამგზავრით მომავალ წელს 2 კაცი ტურისტული საგზურით გაფრინდება მთვარეზე, თუმცა მას ტურისტების ვინაობა არ დაუსახელებია და მხოლოდ იმის თქმით დაკმაყოფილდა, რომ შეთანხმების საფუძველზე ტურისტებისგან, რომლების მომზადება უახლოეს ხანებში დაიწყება, უკვე წინასწარ აუღიათ განსაზღვრული თანხა, ხოლო მთლიან თანხას ფრენის დასრულების შემდეგ აიღებენ.
მუსკს არაფერი არ უთქვია მთვარეზე მოგზაურობის მთლიანი საფასურის შესახებ
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთში რიგით მეოთხე საბურღი გემი ჩამოვიდა
7 მარტს სამხრეთ კორეის პორტ ოკპოდან გამოსული გემი მეშვიდე თაობის მოწინავე ტექნოლოგიას ფლობს