ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ახალ რაკეტას “ნესირი“ ჰქვია

680923
ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

როგორც განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეჰქანმა, ქვეყნის სამხრეთის წყლებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს ახალი საზღვაო ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადეს.

ეს რაკეტა, რომელსაც ნესირი ჰქვია, მთლიანად ირანული წარმოებისაა და მინისტრის განცხადებით, მან სამიზნე მთლიანად გაანადგურა, თუმცა მას არაფერი უთქვია რაკეტის მანძილისა და სხვა თვისებების შესახებ.

ირანის საზღვაო ძალებმა გუშინ, ჰურმუზის უბეში სამხედრო წვრთნები დაიწყეს სახელწოდებით "Velayet 95", რომელიც ოთხშაბათს დასრულდება.

აშშ-ი ეწინააღმდეგება ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების წარმოებას და სწორედ ამის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვალს ირანელ მაღალჩინოსნებს და ზოგიერთ ირანულ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

ამის საპასუხოდ თეირანმაც განაცხადა, რომ ზოგიერთ ამერიკულ ფირმებს სანქციებს დაუწესებს



მსგავსი ინფორმაციები