მალე მფრინავი ავტომობილებით ვივლით

მისი ჩვენება დუბაიში მოხდა

672754
მალე მფრინავი ავტომობილებით ვივლით

პირველი მფრინავი მსუბუქი ავტომობილის პრეზენტაცია არაბეთის გაერთიანებული საემირატოს ქალაქ დუბაიში მოხდა. 

ეს მფრინავი მანქანა ნაჩვენებ და გამოყენებულ იქნა დუბაიში 12-14 თებერვალს გამართული მსოფლიო მთავრობების სამიტზე. 

დამოუკიდებელ საჰაერო ტრანსპორტად წოდებული ამ ავტომანქანის ფრენას ნებართვა მისცა დუბაის საგზაო და სატრანსპორტო ადმინისტრაციამ.

“Ehang“-ის სახელწოდების ეს გონიერი ავტომანქანა ამავე დროს არის მეტად ეკოლოგიური, თანაც მისით მოკლე მანძილზე მგზავრების გადაყვანა მძღოლის გარეშეც შეიძლება.

ამ ავტომობილს ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დიდი სარეზერვო სისტემა გააჩნია და თუ ფრენის დროს მანქანის პოტენციალში რაიმე ანორმალური მოხდება, მაშინ ხსენებული სარეზერვო სისტემა შედის  მოქმედებაში



მსგავსი ინფორმაციები