ლონდონი რობოტების გამოფენას მასპინძლობს

მასზე ყველაზე დიდ ინტერესს “Kodomoroid”-ი იწვევს

668004
ლონდონი რობოტების გამოფენას მასპინძლობს

ინგლისის დედაქალაქ ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში რობოტების გამოფენა გაიხსნა და მასზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 100-მდე რობოტი და რობოტების ესკიზებია წარმოდგენილი.

ყველაზე დიდ ინტერესს მათ შორის “Kodomoroid”-ის სახელწოდების სპიკერ რობოტი იწვევს, რომელიც 2014 წელს არის დამზადებული და მას ადამიანის სახის გამომეტყველება აქვს.  

სიტყვა “რობოტი“ პირველად 1920 წელს იხმარეს, 1928 წელს კი ინგლისელებმა “ერიკ“-ის სახელწოდების რობოტი შექმნეს და გამოფენაზე ეს რობოტიც არის წარმოდგენილი



მსგავსი ინფორმაციები