ერებუნში სამხედრო წვრთნები დაიწყო
მასში Mig-29 ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ
665064

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-წარმომადგენლის განცხადებით, ერევნის მახლობელ ერებუნის სამხედრო ბაზაზე რუსეთმა Mig-29 ტიპის თვითმფრინავებით გუშინ სამხედრო წვრთნები დაიწყო და მის ფარგლებში სხვადასხვანაირ მანევრებს აწყობენ.
ერებუნის სამხედრო ბაზა 1995 წლიდან მოქმედებს და რუსეთს Mig-29 ტიპის გამანადგურებლების გარდა აქ Mi-24P და Mi-8MT ტიპის ვერტმფრენებიც გააჩნია