ბრაზილიაში ყვითელ ცხელებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ყვითელ ცხელებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
658264

გასულ წელს ბრაზილიაში გავრცელებული ზიკას ვირუსის შემდეგ, მიმდინარე წელს ყვითელი ცხელების ვირუსი გავრცელდა და მას ყოველდღიურად ახალი მსხვერპლი ემატება, ამიტომაც ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში გავრცელებული ვირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსის გავრცელების მიზეზად კი ტყეების მასიური ჩეხვა და მწერების ბინადრობის ადგილების შემცირება სახელდება. ყვითელი ცხელების დამახასიათებელი სიმპტომები მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე, კუნთების ტკივილი, სისხლიანი პირღებინება გახლავთ. იგი მომაკვდინებელი ვირუსია.