ინდოეთმა ახალი რაკეტა გამოსცადა
მას მიზანში ამოღების ორ საფეხურიანი სისტემა გააჩნია
642607

ინდოეთის სახელმწიფო რადიო All India-ს ცნობით ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ოდიშას პროვინციაში შემავალ აბდულ ქალამის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 11:50 საათზე ახალი გრძელ მანძილიანი რაკეტა, "Agni-IV" გამოსცადა.
ბოლო ტექნოლოგიური მიღწევებით აღჭურვილი და ორბიტაზე თავისი თავის კორექტირების შემძლე რაკეტის 1 ტონიანი ბირთვული ქობინა 4 ათასი კმ-ის მანძილზე იქნა გატყორცნილი.
თვით კორექტირების გარდა ეს რაკეტა ლაზერულ მართვადიანიც არის და მას მიზანში ამოღების ორ საფეხურიანი სისტემა გააჩნია.
ინდოეთმა გასული წლის 26 ოქტომბერს 5 ათას კმ-ის მანძილიანი Agni-V სახელწოდების რაკეტა წარმატებით გამოსცადა