მარაქეშში კლიმატური ცვლილებების კონფერენცია ტარდება
გაეროს კლიმატური ცვლილებების მხარეთა კონფერენცია მაროკოს ქალაქ მარაქეშში მიმდინარეობს


გაეროს კლიმატური ცვლილებების მხარეთა კონფერენცია მაროკოს ქალაქ მარაქეშში მიმდინარეობს.
მონაწილეების ოფიციალურად ამოქმედებული პარიზის კლიმატური ხელშეკრულების განხორციელების პრინციპების განსაზღვრას ცდილობენ.
კონფერენციის პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულმა გარემოს დამცველებმა მარაქეშში საპროტესტო აქციები გამართეს.
გარემოსდამცველებმა უფლებამოსილებს მოუწოდეს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფოდ დაიწყონ მოქმედება.
სპეციალისტები იძლევიან გაფრთხილებას, რომ თუ მომწამვლელი გაზების ატმოსფეროში გავრცელება ამ სისწრაფით გაგრძელდება, გლობალური დათბობის მიერ მიყენებული ზიანის აღკვეთა შეუძლებელი გახდება.
მომწამვლელი გაზების ემისიის საკითზე ყველაზე მეტად პასუხისმგებლები განვითარებული ქვეყნები არიან.
ყველაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა აშშ-ში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში.
კლიმატური ცვლილებების კონფერენცია, რომელშიც 195 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, პარასკევს დასრულდება.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო
პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო