შავი შოკოლადი მეტად მარგებელია
მისი ჭამა გულის და დიაბეტის ავადმყოფობას აგაცილებთ
592203
გულის ჯანმრთელობისათვის შავი შოკოლადი მიირთვით, ასეთი დასკვნა გამოიტანეს აშშ-ს ბროუნის უნივერსიტეტის გლობალური კარდიომეტაბოლიკის ჯანდაცვის ცენტრის მკვლევარებმა.
მათი კვლევის მიხედვით, დღეში ერთი ნატეხი შავი შოკოლადის ჭამით აიცილებთ გულის და დიაბეტის დაავადებებს, ხოლო ამასთან ერთად იგი დიაბეტით დაავადებულების სისხლის შაქარს არეგულირებს და ეწინააღმდეგება ინსულინის წარმოქმნასაც.
გარდა ამისა დღეში 200-დან 600 მილიგრამამდე შავი შოკოლადის მოხმარება მატებს "კარგ" ქოლესტერინებს.
ეს შედეგები ხსენებული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმინ ლიუმ და მისმა მოწაფე ხიაოჩენ ლინმა 1139 ავადმყოფზე დაკვირვებით მიიღეს