მოსკოვი და ანკარა სამხედრო სფეროშიც ითანამშრომლობენ
თურქეთი რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეისყიდის
რუსეთის ფედერალური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ფომინმა საინფორმაციო სააგენტო İnterfax-სათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთ-რუსეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში დღის წესრიგში დგას თურქეთის მხრიდან რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვა.
“რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხში სამთავრობათშორისო შეკრება ამ წლის ბოლომდე გაიმართება და ამჟამად შეხვედრის ადგილს და დროს ვადგენთ", განაცხადა ფომინმა.
კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თურქეთი თუ მოისურვებს, მაშინ, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების საკითხში სხვადასხვა ვარიანტებზე იმუშავებენ
მსგავსი ინფორმაციები
თურქი ექიმების აღმოჩენა ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის
თურქი ექიმების აღმოჩენა ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის