რიზე-ართვინის აეროპორტი

რიზე-ართვინის აეროპორტის, რომელიც მსოფლიოში მესამე და თურქეთში მეორე ზღვაზე აშენებული აეროპორტი იქნება, ტენდერზე თერთმეტმა კომპანიამ შეიტანა განაცხადი

602394
რიზე-ართვინის აეროპორტი

რიზე-ართვინის აეროპორტის, რომელიც მსოფლიოში მესამე და თურქეთში მეორე ზღვაზე აშენებული აეროპორტი იქნება, ტენდერზე თერთმეტმა კომპანიამ შეიტანა განაცხადი.

რიზეს ცენტრიდან 34 კილომეტრით, ტრაპიზონის ცენტრიდან 105 კილომეტრით და ართვინის საზღვრიდან 75 კილომეტრით დაშორებით ასაგები აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგანე 45, სიგრძე 3 ათასი მეტრი იქნება, 24 მეტრის სიგანისა და 256 მეტრის სიგრძის დამაკავშირებელი სამანქანო გზა და 200 მეტრის სიგანისა და 120 მეტრის სიგრძის ბაქანი ექნება.

აეროპორტის ტერმინალი სხვა  შენობა-ნაგებობები 2 მილიონ მზგავს მოემსახურება და იგი თურქეთის რიგით 56-ე აეროპორტი იქნება.

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალური სამმართველოს მიერ გამართულ ტენდერზე ოცმა ფირმამ დოკუმენტაცია, თერთმეტმა კი წინადადება წარადგინა.

სატენდერო კომისიის მიერ ჩასატარებელ განხილვაზე ტექნიკურად  კვალიფიციურ კომპანიებს ფინანსურ შეთავაზებებს მოსთხოვენ.


საკვანძო სიტყვები: #რიზე , #ართვინი , #აეროპორტი

მსგავსი ინფორმაციები