TÜRKÖK-დან პირველი უცხოური ძვლის ტვინის გადანერგვა

გადანერგვა ინდოელ ბავშვზე წარმატებით განხორციელდა

584785
TÜRKÖK-დან პირველი უცხოური ძვლის ტვინის გადანერგვა

TÜRKÖK-ის (ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების თურქული ბანკი) დახმარებით ძვლის ტვინის გადანერგვა თურქეთში 160 კაცზე მოხდა და ყველა ისინი ამჟამად ნორმალურად ცხოვრობენ.

ამჯერად TÜRKÖK-მა ასეთივე დახმარება გაუწია 2 წლის ინდოელ ბავშვს, რომელსაც იმუნური დაავადება ჰქონდა და მისთვის შესაფერისი ძვლის ტვინის მოპოვების მიზნით მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 22 მილიონი დონორი იქნა გასინჯული, მაგრამ, შესაფერისი ტვინი მხოლოდ საქარიაში მცხოვრებ თურქ დონორს აღმოაჩნდა და სწორედ მისი ძვლის ტვინი გადაენერგა ინდოელ ბავშვას რა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

TÜRKÖK-მა ასეთივე დახმარება გაუწია ბელგიელ ბავშვსაც და ახლა ასეთივე დახმარებებს ელიან 40-მდე ბერძენი, გერმანელი და ამერიკელი ბავშვი,



მსგავსი ინფორმაციები