ქაოსი ვენის აეროპორტში

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე შვეხატის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო ბევრი რეისის გაუქმებამ ქაოსი გამოიწვია

561133
ქაოსი ვენის აეროპორტში
viyana havalimanında teknik arıza kaosu.jpg
viyana havalimanında teknik arıza kaosu.jpg

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე შვეხატის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო ბევრი რეისის გაუქმებამ ქაოსი გამოიწვია.

აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საჰაერო კონტროლსა და ავსტრიის საჰაერო კონტროლს შორის ფრენის მონაცემების ტრანსფერში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ფრენები გაუქმდა.

განცხადებაში არ არის ნათქვამი თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა და მგზავრებს მოუწოდეს აეროპორტში მისვლამდე შესაბამის ავიახაზებს დაუკავშირდნენ.

ტექნიკური პრობლემით გაუქმებული რეისების გამო აეროპორტში ჭყლეტა წარმოიქმნა და ათასობით მგზავრი დაზარალდა.

იმ მგზავრებისთვის, რომელთა რეისებიც გაუქმდა და ვენის აეროპორტში დარჩნენ, აეროპორტის შენობის შიგნით 500 ცალი ბანაკის საწოლი გაშალეს.



მსგავსი ინფორმაციები