ვოლცვაგენი დიდ ჯარიმას გადაიხდის

იგი 10,2 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაიხდის

517181
ვოლცვაგენი დიდ ჯარიმას გადაიხდის

გერმანიის საავტომობილო ფირმა Volkswagen-მა გასულ წელს აშშ-ში გამსკდარი სკანდალის გამო მომხმარებელს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

როგორც ცნობილია  ეს ფირმა მანიპულაციის გზით ემისიის, ე.ი. გამონაბოლქვის დონეს დაბალ დონეზე აჩვენებდა და ახლა ჯარიმის სახით 10 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.  

მნიშვნელოვანი ნაწილი კომპენსაციისა უნდა გადაეხადოს იმ ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პროგრამული სისტემა გააჩნიათ და სწორედ ისინი გახდნენ  სკანდალის გამომწვევები. ასეთი ავტომობილების მფლობელები ახლა ან სკანდალამდე არსებული ფასით დაუბრუნებენ ფირმას ავტომობილს, ანდა მათ პროგრამულ სისტემას უფასოდ გაურემონტებენ.

გარდა ამისა ვოლცვაგენი კომპენსაციას გადაუხდის იმ ამერიკულ ფირმებსაც, რომლებმაც აღმოაჩინეს ხსენებული სკანდალი.

ასე რომ, აშშ-ს გარემო ბუნების დაცვის სააგენტო და იუსტიციის სამინისტრო მთლიანობაში 3,5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მიიღებენ  



მსგავსი ინფორმაციები