მზად არის ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

ვაქცინას ჯერ 40 მოხალისეზე გამოცდიან

515288
მზად არის ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

ცნობილი ფარმაცევტული ფირმების Inovio Pharmaceuticals და GeneOne Life Science-ს ერთობლივი განცხადებით მათ ერთობლივად აწარმოეს ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უკვე დაამტკიცა აშშ-ს კვებისა და წამლების სამმართველო FDA-მ.

მომავალ დღეებში ამ ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან.

ამავე ცნობით ვაქცინას ჯერ 40 მოხალისეზე გამოცდიან და მის შედეგს ამ წლის ბოლოს გაასაჯაროებენ.

ზიკას ვირუსი პირველად 1947 წელს უგანდის ზიკას ტყეებში მცხოვრებ მაიმუნებზე აღმოაჩინეს და იგი კოღოების კბენის, ან სექსუალური კავშირის შედეგად ვრცელდება რა, გასულ წელს ეს ვირუსი ბრაზილიაში დააფიქსირეს.

იგი განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ფეხმძიმე ქალებზე ახდენს



მსგავსი ინფორმაციები