ევროპაში მიგრანტთა ბანაკების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა

ევროპაში 12 ათასი მიგრანტი ბავშვია დაკარგული

502654
ევროპაში მიგრანტთა ბანაკების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა
Uğur Yıldırım.jpg

საერთაშორისო მიგრანტთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ევროკავშირის ქვეყნებში განთავსებულ მიგრანტთა ბანაკების მდგომარეობის ამსახველი  „იმედის დახურული კარები, ევროპელების ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება“ სახელწოდების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შესახებ განმარტება საერთაშორისო მიგრანტთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ადვოკატმა უღურ ილდირიმმა გააკეთა  და აღნიშნა, რომ ანგარიში გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში და ჰოლანდიაში 15 დღიანი კვლევების შედეგად მოამზადეს. ილდირიმმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია სტამბოლში გამართა და აღნიშნა, რომ ევროპელები მიგრანტების მიღების დროს გარკვეულ კრიტერიუმებს აყენებენ, მათ შორისაა განათლებაც.  მისივე თქმით ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს, მოხუცებს და ენის უცოდინრებს არ ღებულობენ. ილდირიმმა ასევე იმაზეც დასძინა, რომ ევროპაში მუსლიმანი მიგრანტების მიმართ მრავალ პრობლემებს ქმნიან, როცა ქრისტიანებს ყველანაირად უწყობენ ხელს. მისივე თქმით ევროპაში 12 ათასი მიგრანტი ბავშვია დაკარგული და ესეც ოფიციალური კვლევებით დადგინდა.  



მსგავსი ინფორმაციები