თურქი ექიმების მორიგი წარმატება
მათ ხელოვნური გულის კუნთების ქსოვილი შექმნეს
თურქმა მეცნიერებმა მემკვიდრეობითი გულის დაავადებების კვლევის, მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ახალი თერაპიული მიდგომების განვითარების გზაზე ახალ წარმატებას მიაღწიეს, რომლის ფარგლებში ხელოვნური გულის კუნთების ქსოვილი შექმნეს.
ამ მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობენ Medipol-ის უნივერსიტეტის აღდგენითი და რეგენერაციული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის-REMER-ის თანამშრომლები, პროფესორი ვოლქან თუზჯუ და დოცენტი ესრა ჩაღავი, ხოლო მათ ეხმარებათ და თანადგომას უწევთ თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევის ცენტრი-TUBITAK-ი.
მათ ნობელის პრემიის ლაურეატი “ახლიდან დაპროგრამების“ ტექნიკის გამოყენებით შესძლეს ავადმყოფი ღეროვანი უჯრედებისგან ხელოვნური გულის კუნთების ქსოვილის წარმოება.
ამ კვლევის ფარგლებში ავადმყოფი პაციენტისგან აღებული სისხლის ღეროვანი უჯრედები ემბრიონის უჯრედებად გარდაიქმნება და მათი ახლიდან დაპროგრამება ხდება.
ამ ტექნიკით შექმნილი ღეროვანი უჯრედებისგან ლაბორატორიაში სპეციალური პირებისთვის გულის ქსოვილები იწარმოება, რომლებითაც თავის მხრივ დაავადების მოდელირება და უჯრედების თერაპია ხდება.
ამ ქსოვილების შემწეობით გულის დაავადების მკურნალობისას გამოსაყენებელი პოტენციური მეთოდებისა და მედიკამენტების თითოეული პირისათვის სპეციალური უჯრედების მეშვეობით შეუზღუდავად განვითარება იგეგმება