ინდოეთმა ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

რაკეტამ პირველი ტესტი წარმატებით გაიარა

491897
ინდოეთმა ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციამ ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ფარგლებში ზებგერითი ანტისარაკეტო რაკეტა წარმატებით გამოსცადა.

ტესტის დროს სავარაუდო მტრის ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად  მიწიდან ჰაერში ნასროლი Prithvi რაკეტა იქნა გამოყენებული.

მოკლედ, ზებგერითმა ანტისარაკეტო რაკეტამ რადარში მოსული სიგნალების შემდეგ 4 წუთში გაანადგურა ბალისტიკური რაკეტა.

ინდური ანტისარაკეტო რაკეტა 7,5 მეტრის სიგრძისაა, მიფრინავს 1 კომპიუტერით, ელექტრო-მექანიკური აქტივატორით და სანავიგაციო სისტემით.

მეზობელ პაკისტანთან კონფლიქტში მყოფი ინდოეთი 2001 წლის აქეთ მასიურად აღრმავებს სარაკეტო თავდაცვას



მსგავსი ინფორმაციები