თურქებმა უპილოტო ტაქტიკური საფრენი აპარატი გამოსცადეს

აპარატმა წარმატებით გაანადგურა სამიზნეები

481511
თურქებმა უპილოტო ტაქტიკური საფრენი აპარატი გამოსცადეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობიდან გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, მათ პარასკევს, ქალაქ კონიის სამხედრო პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს სამამულე წარმოების უპილოტო ტაქტიკური საფრენი აპარატი, რომელიც ქობინებიან რაკეტებს ატარებს და გატყორცნილმა ამ რაკეტებმა 8 კმ-ის სიშორიდან და 18 ათასი ფუტის სიმაღლიდან ზუსტად დაარტყეს და გაანადგურეს სამიზნეები.

გარდა ამისა ამავე უპილოტოებმა ლაზერული სისტემით დედამიწაზე არსებული სამიზნეებიც ზუსტად დააფიქსირეს, რომლებიც განადგურებულ იქნენ F-16 ტიპის თვითმფრინავებით



მსგავსი ინფორმაციები