თურქეთს ე.წ. “მშვიდობის ატომების პრემია“ მიენიჭა

პრემია ენერგეტიკის მინისტრს გადაეცა

462684
თურქეთს ე.წ. “მშვიდობის ატომების პრემია“ მიენიჭა

ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე თურქეთს ე.წ. “მშვიდობის ატომების პრემია“ მიენიჭა. ეს ჯილდო თურქეთს მიეცა ბირთვული მედიცინის კვლევის სფეროში გამდიდრებული ურანიუმის გამოყენების შეჩერების გამო. ანკარის სახელით ეს პრემია აიღო თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა. თურქეთის გარდა ასეთივე ჯილდო მიენიჭა კიდევ მსოფლიოს 15 ქვეყანას და დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ საჯარო ფოტოები გადაიღეს



მსგავსი ინფორმაციები