PKK-ლებს რუსული კატიუშებიც აქვთ

თურქმა ძალოვანებმა ტერორისტების ხელთ არსებული იარაღები გამოფინეს

456178
PKK-ლებს რუსული კატიუშებიც აქვთ

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ას ტერორისტები თურქი ძალოვანების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული წარმოების “კატიუშა“-ს რაკეტებსაც იყენებენ და “Zagros-1", “Zagros-2" და “Şiyar-1" სახელწოდების გაძლიერებულ სნაიპერულ შაშხანებსაც, რომლებსაც ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და ვერტმფრენების წინააღმდეგ ხმარობენ.

ამის დასტურად კი ძალოვანებმა PKK-ს ტერორისტების მხრიდან მოხმარებული სხვადასხვა სახის მსუბუქი იარაღების, მსუბუქი და მძიმე ტყვიამფრქვევების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღების, საჰაერო თავდაცვის იარაღების, საარტილერიო და ნაღმტყორცნების და სხვა მრავალი უსაფრთხოების რესურსების გამოფენაც მოაწყვეს, რომლებიც მათ სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილი ოპერაციების დროს ჩამოართვეს



მსგავსი ინფორმაციები