თურქი მოსწავლეების რობოტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მათმა რობოტმა 644 რობოტს აჯობა

454659
თურქი მოსწავლეების რობოტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა


ავსტრიის დედაქალაქ ვენაში რობოტების მსოფლიო ჩემპიონატი მოეწყო, რომელშიც თურქეთის წარმომადგენლებმა, ქალაქ გაზიანთეფის საშუალო სკოლის ოთხმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მათ მიერ შექმნილმა მოძრავმა ინვალიდის ეტლმა პირველი ადგილი და ჩემპიონობა მოიპოვა.

ეს ეტლი სასურველი მიმართულებით მხოლოდ თავის მოძრაობით გადაადგილდება და მან ჩემპიონობა მოიპოვა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან წარდგენილ 644 რობოტს შორის.

სხვათა შორის ამავე მოსწავლეებმა თავის მოძრაობით კომპიუტერზე წერის ტექნიკაც შექმნეს.

მოკლედ, მათი ამ გამოგონებებით ცხოვრება გაუადვილდებათ მილიონობით ეტლებზე მიჯაჭვულ ინვალიდებს



მსგავსი ინფორმაციები