“დედამიწის საათს“ თურქეთიც შეუერთდა

ეს ღონისძიება 2007 წელს სიდნეიში დაიწყო

454654
“დედამიწის საათს“ თურქეთიც შეუერთდა


ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) უკვე ყოველწლიურად აწყობს “დედამიწის საათის“ სახელწოდების ღონისძიებას, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება გლობალურ დათბობაზე გაამახვილებინოს. ასეთი პირველი ღონისძიება 2007 წელს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში განხორციელდა, როცა 2 მილიონამდე კაცმა 1 საათის განმავლობაში ერთდროულად ჩააქრო შუქები. ამ ღონისძიებას, რომელიც ამასთან ენერგიის დაზოგვასაც ითვალისწინებს, გუშინ თურქეთიც შეუერთდა და მრავალ ქალაქში შუქები ჩააქრეს როგორც ბინებში და ქუჩებ-მოედნებზე, ასევე გარე და შიგა განათებები მეჩეთებში, ხიდებზე, მონუმენტებზე და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზეც



მსგავსი ინფორმაციები