Honda და Toyota 1 მილიონ 348 ათას 778 ავტომობილს უკან აბრუნებს

იაპონიის ორი დიდი ავტოკომპანია Honda და Toyota ჩინეთში 1 მილიონ 348 ათას 778 ავტომობილს უკან აბრუნებს

437519
Honda და Toyota 1 მილიონ 348 ათას 778 ავტომობილს უკან აბრუნებს

იაპონიის ორი დიდი ავტოკომპანია Honda და Toyota ჩინეთში 1 მილიონ 348 ათას 778 ავტომობილს უკან აბრუნებს.

ჩინეთის კარანტინის და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს ცნობით, Honda 2006 წლის აპრილიდან 2012 წლის ივლისამდე წარმოებულ 533 ათას 350 CR-V მოდელის, ასევე 2011-2015 წლებში წარმოებულ Fit, City და Everus-ის მოდელების 382 ათას 90 ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშებში არსებული გაუმართაობის გამო უკან აბრუნებს.

Toyota კი 433 ათას 338 RAV4 მოდელის ავტომობილს, უკანა სავარძელში აღმოჩენილი ნაკლის გამო აბრუნებს.

ორივე ფირმის ინფორმაციით, უკან დაბრუნებულ ავტომობილებში ნაწილებს, რომლებსაც წუნი აღმოაჩნდათ, უსასყიდლოდ გამოცვლიან.


საკვანძო სიტყვები: #იაპონია , #Honda , #Toyota , #ჰონდა , #ტოიოტა , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები