მსოფლიო ინტერნეტის კონფერენცია

ჩინეთი დაასრულებს ეროვნული მონაცემების და კიბერ ინტერნეტის განვითარების სტრატეგიას

411003
მსოფლიო ინტერნეტის კონფერენცია

ჩინეთის აღმოსავლეთის ციციანგის პროვინციის ვუკინის დასახლებაში დაიწყო მსოფლიო ინტერნეტის მეორე კონფერენცია. გახსნით ცერემონიაზე მოხსენებით გამოსულმა ჩინეთის პრეზიდენტმა ში ჩინპინგმა, მოწოდებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას ითანამშრომლონ ინტერნეტის ტერორის და კიბერ დანაშაულობების წინააღმდეგ. ქვეყნებმა პატივისცემა გამოხატონ ერთმანეთის ინტერნეტის ჰეგემონობის მიმართ და მოერიდონ ინტერნეტით უზენაესობის მოპოვებას, ერთობლივად მოახდინონ კიბერ შეიარაღების წინააღმდეგ ბრძოლა.
ში ჩიპინგმა აღნიშნა, რომ დამდეგ ხუთ წელიწადში, ჩინეთი დაასრულებს ეროვნული მონაცემების და კიბერ ინტერნეტის განვითარების სტრატეგიას. დაიწყებს "პლიუს ინტერნეტ“-ის სამოქმედო გეგმაზე გადასვლას, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მომსახურებას და სამრეწველო ინტეგრაციას.
კონფერენციის გახსნით ცერემონიას შეუერთდა რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი, პაკისტანის პრემიერი ნევაზ შერიფი და ყაზახეთის პრემიერის ქარიმ მასიმოვის ჩათვლით 50-დე მინისტრი.
კონფერენცია გაგრძელდება 18 დეკემბრამდე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები