მოულოდნელად იძინებენ და რამდენიმე დღე სძინავთ

ყაზახეთის ერთ-ერთ სოფელში ისევ ამოუცნობია ძილით დაავადების მიზეზი

191744
მოულოდნელად იძინებენ და რამდენიმე დღე სძინავთ

ყაზახეთის ერთ-ერთ სოფელში ისევ ამოუცნობია ძილით დაავადების მიზეზი.

ყაზახეთის აკმოლას პროვინციაში, სოფელ კალაჩიში, ორი წელია ძილით დაავადებას ებრძვიან.

სოფელში ძილის დაავადება 126 ადამიანს დაუდგინდა.

ავადმყოფებს მოულოდნელად ეძინებათ და რამდენიმე დღე სძინავთ. ისინი აცხადებენ, რომ ჰალუცინაციებს ხედავენ და მაღალი აქვთ არტერიული წნევა.

ადგილობრივი ექიმები კი მიზეზის დადგენას ვერ ახერხებენ. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ ის არის, რომ ისინი ავადმყოფებს გადასხმებს უკეთებენ და მათ გამოღვიძებას ელოდებიან.

სოფლის მცხოვრებლები ამ ვითარებას ახლოს მდებარე ურანის მაღაროს უკავშირებენ

რეგიონში გაგზავნილი იქნენ სპეციალისტები, რომლებმაც უჩვეულო რადიაციული გამოსხივება ვერ აღმოაჩინეს.

ამასთანავე აღებული იქნა წყლისა და მიწის ნიმუშები, რომლებშიც მძიმე მეტალი და მარილის შემცველობა ჩვეულებრივზე დაბალი აღმოჩნდა.

დაავადებულთა რიცხვი ამ თვეში ძალიან გაიზარდა. ადგილობრივმა უფლებამოსილებმა სოფლის მცხოვრებთა სხვა ადგილებში გადაყვანა დაიწყეს და ეს პროცესი მაისში დასრულდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები