მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ებოლას ვირუსი ისევ ვრცელდ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ებოლას ვირუსი ისევ ვრცელდება

157663
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ებოლას ვირუსი ისევ ვრცელდ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ებოლას ვირუსი ისევ ვრცელდება. 

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4447-ს მიაღწია, ხოლო დღემდე დაავადებულთა რიცხვი კი 8914-მდე გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხვი ამ კვირაში 9 ათასს მიაღწევს.

ავადმყოფობის ინტენსიურად გავრცელების ზოგიერთ რეგიონში ვირუსის გავრცელების დონე შემცირდა, თუმცა გეოგრაფიული გავრცელება ისევ გრძელდება.

ამავდროულად, ვირუსის გავრცელების რეგიონების დახმარებაც გრძელდება. Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ განაცხადეს, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ფონდში 25 მილიონ დოლარს გადარიცხავენ. გასულ თვეში Microsoft-ის დაამარსებელმა პარტნიორმა პოლ ალენმა ვირუსთან საბრძოლველად 9 მილიონი დოლარი გაიღო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ებოლასთან ბრძოლის მიზნით სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში დიაგნოსტიკურ აპარატს გააგზავნის, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპების მეშვეობით ვირუსის არსებობას რამდენიმე საათში დაადგენს. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები