სტევიამ რიზეს ჰავა და მიწა შეიყვარა

იგი შაქრის მაგივრობას გასწევს

102459
სტევიამ რიზეს ჰავა და მიწა შეიყვარა



მსოფლიოს ყველაზე ტკბილმა მცენარემ სტევიამ რიზეში იხარა.

უკალორიო დამატკბილებელმა სტევიას ექსპერიმენტულმა წარმოებამ დადებითი შედეგი აჩვენა.

სტევია შაქარზე 10 ჯერ უფრო ტკბილია, თუმცა არ შეიცავს კალორიას და იგი ჯერ ჯერობით ექსპერიმენტის სახით გამოჰყავთ შავიზღვისპირეთის ქალაქ რიზეს ჩაის საწარმოს ბაღში, ე.ი. სტევია აქაურ წვიმებსაც შეეგუა და მზესაც.

ამ მცენარის დედა სამშობლო ბრაზილია არის და ექსპერიმენტულად დარგულმა მცენარემ რიზეში უკვე მეორე ნაყოფი გამოიღო.

როგორც განაცხადა ჩაის საწარმოს ხელმძღვანელმა იმდათ სუთლუოღლუმ, უკალორიო და უპროტეინო სტევიას შაქრის მაგივრად გამოიყენებენ და იგი რეგიონისათვის შემოსავლის ახალი წყარო გახდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები