დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსი მძვინვარებს

116574
დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსი მძვინვარებს


აფრიკის დასავლეთით დღემდე ყველაზე დიდი მასშტაბების ებოლას ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს. რეგიონის ქვეყნები აცხადებენ, რომ რესურსების უკმარისობის, შიშისა და უცოდინრობის გამო ავადმყოფობის გავრცელების შეჩერებას ვერ ახერხებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში ებოლას ვირუსის გამო ბოლო 6 თვეში დაღუპულთა რიცხვი 467-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განას დედაქალაქ აკრაში ჩატარებულ შეხვედრას რეგიონის 11 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რესურსების ნაკლებობაზე და გააკეთეს მოწოდება ებოლას ვირუსთან საბრძოლველად შეიქმნას მედიკამენტები და ეს მედიკამენტები დასავლეთ აფრიკაში ჩაიტანონ ტესტირებისათვის.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ სისუფთავის წესების დაუცველობა და დაავადებისაგან გარდაცვლილთა ისევ ხელით განბანა ვირუსის გავრცელებაში ყველაზე დიდ ფაქტორს წარმოადგენს.
სიერა ლეონეში კი დაავადებულები იმის მაგიერ რომ ექიმთან მივიდნენ, არამეცნიერული ტრადიციული მკურნალობის მეთოდებს მიმართავენ.

ტემპერატურის, ღებინებისა და შიდა სისხლდენის გამომწვევი ებოლას ვირუსით დაავადებული ადამიანების 90% იღუპება. დაავადება სისხლითა და სხეულის სითხის მეშვეობით გადადის. ექიმების განცხადებით, ებოლას ვირუსი სწრაფად ვრცელდება და დასავლეთ აფრიკის მრავალ რეგიონში ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები