მოგზაურობა წარმოსახვაში
მოგზაურობა წარმოსახვაში

ქერქუქი
ამ ეპიზოდში ქერქუქში ვართ. ინგლისელი დაზვერვის თანამშრომელი ელი ბანისტერ სოანი, 1912 წელს თავის წიგნში ქერქუქის შესახებ წერს, „ქერქუქი, თურქმენებით, ხილითა და ნავთობითაა ცნობილი“.
ამ ეპიზოდში, წარსულის უხმო დარაჯის ქერქუქის ციხითა და ქიშლათი ვიწყებთ. ქალაქის გულში, დროის რაყიფი ეს მედიდური შენობა, ისტორიის მანძილზე სამხედრო და პოლიტიკური ცენტრი იყო. მე-16 საუკუნეში აქაურობა ოსმალოებმა დაიკავეს და ციხემ სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვა. ოსმალურ ეპოქაში სამხედრო და ადმინისტრაციულ ცენტრად გამოიყენებოდა ეს ციხე, კედლებსა და კარის დეტალებზე ოსმალური არქიტექტურის ნატიფი ორნამენტები ისევ არის შემონახული. ციხის მახლობლად მდებარე გოქ ქიბლეს მეჩეთს კერამიკის გუმბათი ამშვენებს, წარსულს დღევანდელობასთან აკავშირებს. 1863 წელს მშენებარე ქერქუქის ქიშლა ნახევრად დანგრეულია, თუმცა შემორჩენილი ნაწილები ოსმალო სამხედრო არქიტექტურის დიდებულებას კვლავაც წარმოაჩენს.
ქერქუქის ყველაზე სევდიანი კუთხე, ოსმალო ოფიცრების სასაფლაოა. ის, ქერქუქის ციხის შიგნით, წინასწარმეტყველ დანიელის მეჩეთთან ახლოს მდებარეობს და ქალაქის თურქული ისტორიის უხმო ბინადრების ადგილია. საფლავის ქვებზე ოსმალური თურქული წარწერები ოდესღაც ამ მიწაზე დაღუპული ოფიცრების ამბებს ჰყვება. 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ოსმალო ოფიცრები აქ განისვენებენ. საფლავის ქვებიდან ზოგიერთი დაძველდა, თუმცა ადგილობრივი თურქმენი ოჯახები მათ იცავენ. ყოველ პარასკევ დღეს, თურქმენების სასაფლაოს სტუმრობენ, მიცვალებულთა ლოცვებს კითხულობენ და ყვავილებს აწყობენ. დღეს ეს სასაფლაო, არა მხოლოდ მოსაგონარი ადგილი, არამედ ქერქუქის თურქული მეხსიერების სიღმესა და თავგანწირვის საჩვენებელი წმინდა ადგილია.
ქალაქის ისტორიულ უბნებში მოგზაურობა სულ სხვა გამოცდილებაა. მუსალას უბნის ვიწრო ქუჩები, თოფჩუს (მეზარბაზენეების) უბნის სამხედრო წარსული, ავჯების (მონადირეების) უბნის განსაკუთრებული ხასიათი და ჩარში (ბაზრის) უბნის სავაჭრო სიცოცხლისუნარიანობა, ყოველი კუთხის თავში ახალ ამბავს ჰყვება. სარაის (სასახლის) უბნის ძველი ადმინისტრაციული შენობები და თაშქოფრუს უბნის ისტორიული ფასადი წარმოდგენას გვიქმნის ოსმალური ქალაქის ცხოვრების მოწყობაზე.
ოსმალურ ეპოქაში ქერქუქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1855 წელს აშენებული და დღესაც ფუნქციონირებადი ქაფალი ჩარში (დახურული ბაზარი) „ქაისერიე“ ქალაქის ყველაზე ძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრებიდან ერთ-ერთი იყო. ციხის კალთებზე გაშენებული ბაზარი, საუკუნეებია თურქმენი ხელოსნების სავაჭრო ცენტრი იყო. ქაისერიე, ქაფალი ჩარშის სტილში აუშენებიათ; შენობის შიგნით თაღოვანი გადასასვლელები, ვიწრო და დახლართული ქუჩები, პატარა ეზოებია განთავსებული. კვირის დღეების გამომხატველი 7 კარი და დღე-ღამის 24 საათი ქუჩით იქცევს ყურადღებას ქაისერიეს ჩარშში, იგივე ბაზარში, ბაქირჯების (მეთუნუქეების) ქუჩაზე ტრადიციული თუნუქის ოსტატები დღესაც არიან, ქუიუმჯულარ (ოქრომჭედლების) ბაზარში თურქმენული ოქროს ოსტატობის ცენტრი დღესაც არსებობს.
ათარების ქუჩაზე სუნელებისა და სამკურნალო მცენარეებს ჰყიდიან, ქსოვილების განყოფილებაში კი ტრადიციული თურქმენული ქსოვილი და ტანსაცმელები იყიდება. რკინეულობის განყოფილებაში ხელნაკეთი რიკინის ნივთები და ხელსაწყოების წარმოებისას, ხალიჩისა და ტყავის ოსტატები სხვა ნივთებთან ერთად ცხენის აღკაზმულობას ამზადებენ. აქ ზოგიერთი მაღაზია, ხუთი-ექვსი თაობაა თურქმენი ოჯახების ხელთაა.
ბაზარი, არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, არამედ ქერქუქის თურქმენების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ადგილია. ოსტატები ისევ თურქმენულად საუბრობენ, ბაზარში ყავახანებში კი თურქმენული ფოლკლორიდან ერთმანეთს ეაშიკებიან, ეს იქაურობას ერთგვარ კულტურ ცენტრად გარდაქმნის.
ქერქუქში დაახლოებით 40 კმ.-ის დაშორებით ალთინქოფრუ სულ სხვა სილამაზითაა განთქმული. ზაფის წყალზე აშენებული ეს ისტორიული ხიდი, რეგიონში თურქმენების არსებობის მნიშვნელოვანი დასტურია. ხიდის ყველაზე მნიშვნელოვანი რესტავრაცია ოსმალურ პერიოდში, მე-16 საუკუნეში კანუნი სულთან სულეიმანის დროს ჩატარდა, ხიდი გააფართოეს და გაამაგრეს. აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ფრთებიდან ერთ-ერთი აქედან გადიოდა და ქარავნების დაბინავების ადგილიც ამ ხიდის გარშემო იყო განლაგებული, შემდგომ კი ეს ადგილები საცხოვრებელ უბნებად იქცა და მან ალთინქოფრუს რეგიონის საფუძველი შექმნა. ხიდის რესტავრაცია და მოვლისთვის კერძო ფონდები დაუარსებიათ, ამგვარად ის საუკუნეების განმავლობაში ფეხზე დგას.
თუმცა ეს რეგიონი ჩვენ, 1991 წლის 28 მარტს გვახსენებს, ალთინქოფრუს თურქმენების ხოცვა-ჟლეტას. ეს სამწუხარო მოვლენა მოხდა სპარსეთის ყურის ომის შემდგომ რეგიონში შექმნილ რთულ გარემოში. 1991 წლის 28 მარტის დილას ალთინქოფრუში შეიარაღებული ძალები შეიჭრა და თურქმენების გენოციდი განახორციელა. შემდეგ კი თითოეული სახლიდან მამაკაცები აიყვანეს. რამადანის თვის გამო, მამაკაცთა უმეტესობა მარხვას იცავდა. მოწმეების მიხედვით თურქმენი მოქალაქეები, რომელთა შორისაც მოხუცები და ბავშვებიც იყვნენ რაიონის მოედანზე გაიყვანეს და აწამეს. 100-ზე მეტი თურქმენი მოქალაქე ერთ ორმოში ჩააგდეს და იარაღით ჩახოცეს, მერე კი იქაურობა მასობრივ სასაფლაოდ აქციეს. ჯარებმა ცოტა ხანში უკან დაიხიეს, თუმცა იქ სამხედრო კონტროლი დაამყარეს. რამდენიმე ოჯახმა თავისი ახლობლების ნეშტს ვერ მიაკვლია.
ეს ხოცვა-ჟლეტა, ერაყელი თურქმენების ახლო წარსულში ყველაზე დიდი ტკივილია და ამ რეგიონში თურქმენების არსებობაზე მიმართული სისტემატური ზეწოლა და ძალადობის ისტორიული მაგალითია.
ქერქუქში თურქები, მხოლოდ ეთნიკურ ჯგუფს არ წარმოადგენენ. ეს მიწა, ათასწლოვანი კულტურაზე, ენასა და ტრადიციებზე მიუთითებს. ყველა კუთხეში შემხვედრი თურქმენების თვალებში, ამ ძირფესვიანი მემკვიდრეობისგან გამოწვეული სიამაყე ბრწყინავს. იმედს ვიტოვებთ, რომ თურქმენული კულტურა ამ მიწაზე არსებობას გააგრძელებს.