მოგზაურობა წარმოსახვაში
მოგზაურობა წარმოსახვაში

ჩვენი ამბის წინა ეპიზოდში, თხრობა იორდანიაში ამმანის სადგურით დავიწყეთ და ჰიჯაზის რკინიზგით განვაგრძეთ. სულთან აბდულჰამიდის ოცნება, ოსმალების ბოლო დიდი პროექტი ჰიჯაზის რკინიგზა, მხოლოდ ფოლადის ლიანდაგები არ ყოფილა; ის ამავე დროს მთავარი სისხლძარღვი იყო, რომელმაც ცივილიზაცია წმინდა მიწამდე ჩაიტანა, ის იმედისა და რწმენის აზრი იყო, რომელიც რკინის ქსელებით შეიქმნა.
სტამბოლში, სირქეჯის სადგურში დაწყებული პილიგრიმული მოგზაურობა, ანატოლიის გულის გავლით დამასკოში, იქედან კი წმინდა მიწამდე გრძელდებოდა; რკინიგზა, რომლის ბოლო გაჩერებაც მექაში უნდა ყოფილიყო, წინა ეპიზოდშიც როგორც გიამბეთ, პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებისა და შექმნილი პირობების გამო მედინაში დასრულდა.
მატარებლის სიგნალი ეზანის ხმებს შეერწყა, ვაგონებში კი თურქული, არაბული და კიდევ რამდენიმე სხვადასხვა ენა ისმოდა, ამ მოგზაურობაში ყველა მოსასვენებელი ადგილი, ყველა გაჩერება სულის მოთქმასავით იყო. არა მხოლოდ სტამბოლის ან ანატოლიის სხვა ქალაქებიდან, არამედ სკოპიეს, სარაიბოსნია, ბაღდადის, დამასკოსა და ბუხარიდან ჩამოსული პილიგრიმებს ხელში ბოღჩებით, ლოცვებით, თურქუებითა და იმედებით მოგზაურობას უერთდებოდნენ. გაჩერებებზე კი, თურქი, არაბი, ბოსნიელი, ალბანელი ყველა ერთად ნამაზს ლოცულობდა, ყველა ერთ მხარეს ქიბლისკენ ხრიდა თავს, ყველასთვის მოგზაურობის ბოლო ერთი იყო: ჰიჯაზის რკინიგზით მედინეს სადგურამდე.
მედინას სადგურის მშენებლობა, როგორც ჰიჯაზის რკინიზგის ყველაზე შთამბეჭდავი გაჩერება 1908 წელს დასრულდა. ოსმალური არქიტექტურის უდაბნოში წარმოდგენილი ეს დახვეწილი ნიმუში, მხოლოდ მატარებლის გაჩერება არ ყოფილა, ის ამავე დროს სასახლესაც ჰგავდა. ორსართულიანი მთავარი შენობა, ფართო თაღიანი ფანჯრები, ქვის ოსტატობა და გეომეტრიული ორნამენტებით ის ეპოქის არქიტექტურის გონებას წარმოაჩენს.
სადგურის ყველაზე საყურადღებო განსაკუთრებულობა ფასადის მუქარნას დეკორაციები იყო. სელჩუკური და ოსმალური არქიტექტურის სახასიათო დეტალი, უდაბნოს გარემოშიც კი თავის დიდებულებას წარმოაჩენდა. შენობის გარე ფასადზე გამოყენებული ღია ფერის ქვები, მზის მცხუნვარე სხივებს ისხლიტავს და შენობის შიგნით სიგრილეს ინარჩუნებს. მთავარი კარის შესასვლელზე, სულთან აბდულჰამიდ მეორის თუღრა (ხელმოწერა) და მშენებლობის მაჩვენებელი წარწერა იკავებდა ადგილს. კარის ორივე მხარეს განლაგებული სვეტები, კლასიკური ოსმალური არქიტექტურის ტრადიციის მოდერნისტული ნიმუში იყო. გაჩერების შენობის სახურავზე, რომელზეც გუმბათი იკავებს ადგილს, შენობას სულიერ ელფერს სძენს, წმინდა ქალაქის სილუეტთან ჰარმოანიას ქმნის.
სადგურის მოსასვენებელი ოთახი, პილიგრიმების კომფორტზე იყო მორგებული. მაღალი ჭერი, ფართო ფანჯრები და ვრცელი მოსასვენებელი ადგილები, მგზავრებს კომფორტული დასვენების საშუალებას აძლევდა. კედელზე დართული პანორამები, რომლებიც კერამიკით იყო შესრულებული, იზნიქის კერამიკის მოტივებს შეიცავს, ოსმალური ხელოვნების ტრადიციას უდაბნოში აცოცხლებდა.
შენობის აღმოსავლეთ ფრთაზე განთავსებული ფოსტა-სადგური მსოფლიოს მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ცენტრი იყო. დასავლეთ ფრთაზე კი ადმინისტრაციული ოფისები და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები მდებარეობდა. ყოველ მეორე ფრთაზე წვეტოვან თაღიანი ფანჯრები იყო ჩატანებული, ამის გამო ოთახები ბუნებრივი სხივით ნათდებოდა.
ბაქანს გრძელ ლითონის ბოძებზე დამაგრებული ფართო საწვიმარი ფარავდა. ეს საწვიმარი, მგზავრებს უდაბნოს მცხუნვარე მზისგან და ქვიშის ქარიშხლისგან იცავდა. ბაქნის საძირკველი, სპეციალურად შერჩეული გამძლე ქვებით იყო მორთული. ეს ქვები, ხალხმრავლობის დროს საცობისა და გაუსაძლისი კლიმატური პირობებისთვის გასაძლებად შეუქმნიათ.
გაჩერებაზე წყლის მოთხოვნილება, სპეციალურად აგებული წყლის საცავიდან მარაგდებოდა. ეს საცავი, თან მატარებლების წყლის მოთხოვნილებას თანაც სადგურის შენობის სისუფთავესა და მგზავრების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. წყლის საცავის არქიტექტურა მთავარ შენობასთან ერთად ჰარმონიაში მოდიოდა, ქვაში ჩასმის ოსტატური შესრულება და გეომეტრიული მორთულობა აქ წარმოსადეგი იყო.
სადგურის გარშემო დიდი ეზოა განთავსებული. ეს ეზო, პილიგრიმებისთვის მოსაცდელი და მოსასვენებელი ადგილია. ეზოს ირგვლივ დარგული ხეები, უდაბნოში პატარა ოაზისს ქმნიდა. ღამით ფარნებით ნათდებოდა ეს ეზო, მგზავრებს წყნარ გარემოს უქმნიდა.
მედინეს სადგურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებებიდან აკუსტიკა გახლდათ. მატარებლის სიგნალის ხმები, ეზანის დროს მესჯიდი ნებევიდან წამოსული ეზანის ხმებს ერწყმოდა და თავისებურ ატმოსფეროს ქმნიდა. სადგურის გუმბათიანი მოსაცდელი ოთახი, ამ ხმებს არბილებდა და შიგნით ისე უშვებდა, სულიერ აურას წარმოქმნიდა.
დღევანდელ დღეს, რესტავრირებული და მუზეუმად ქცეული მედინეს სადგური, იმ პერიოდის დიდებულების გამოსხივებას აგრძელებს. ჰიჯაზის რკინიგზის მედინეს სადგურის მუზეუმი, ისლამის წინარე პერიოდიდან დღემდე, მნახველებს დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. მედინის ისტორიულ-ტურისტულ ადგილებს შორის ეს მუზეუმი, ჰიჯრის კალენდრით 1419, ჩვ.წ.აღ-ით 1998 წელს, პრინცი აბდულმეჯიდ ბინ აბდულაზიზის მიერ გახსნილა და მესჯიდი ნებევიმდე 1020 მ.ის დაშორებითაა.
19 გამოფენისგან შემდგარ მუზეუმში, წინასწარმეტყველ მუჰამედის ცოლები, საგვარეულო ხე, მუჰაჯირებისა და ანსარის ისტორია დეტალურადაა აღწერილი. მეფე აბდულაზიზის ეპოქიდან შემორჩენილი ეს ხელნაწერები, ძველი ისლამური წარწერები და შვიდი სხვადასხვა საგანძურის ოთახში განთავსებული ისტორიული ნიმუშები, იქ მისულ მნახველებს წარსულში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.
ჰიჯაზის რკინიგზის ხაზი, რომელიც დაბოლოვდა მედინაში და ოსმალეთის იმპერიას დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, არის დასტური იმისა, თუ რა დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას თავისი არსებობის ბოლო პერიოდშიც კი. ყოველი ლიანდაგი, ყოველი სადგურის შენობა, ამ ცივილიზაციის წმინდა მიწაზე არსებული სითბოს, პატივისცემისა და მიჯაჭვულობის კონკრეტული მაჩვენებელია.